აპრილი 2023

კომპანია "პრომოუტერი'' უკვე ათი წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით ტელეკომპანია "მთავარ არხზე" გავიდა სიუჟეტი "პრომოუტერის" საქმიანობის, განვლილი წლების გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ამ ათი წლის განმავლობაში ჩვენ გავიზარდეთ, განვვითარდით და ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში საკუთარი ადგილიც დავიკავეთ. ჩვენთვის თქვენთან ერთად გატარებული ყველა წელი მნიშვნელოვანია. მადლობა თითოეულ კომპანიასა და კერძო პირს თანადგომისა და თანამშრომლობისთვის. ასევე, მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ და მაღალი კვალიფიკაციის მქონე გუნდს გაწეული შრომისა და თავდადებისთვის, რომელიც "პრომოუტერისთვის" ძალიან ბევრს ნიშნავს! იხილეთ სიუჟეტი ჩვენს შესახებ, Youtube არხზე.

სარეკლამო კომპანია პრომოუტერის დამფუძნებელი და დირექტორი ზვიად კამკამიძე სტუმრად გადაცემა „ბიზნესრევიუში“. შეგახსენებთ, რომ ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ 50-მდე სარეკლამო მომსახურებით ერთ სივრცეში! პრომოუტერი 10 წელი თქვენს სამსახურში! იხილეთ გადაცემის ჩანაწერი ჩვენს  Youtube არხზე.